Created: 12/22/2025
თუ გინდა, რომ ახალი წლის ღამეს შენი საქმრო დაგესიზმროს, მაშინ ეს ვიდეო არ სქროლო. შემხვდა ერთი ვიდეო, სადაც სამხრეთ ამერიკელი ქალი ასწავლიდა გოგოებს, თუ როგორ უნდა დაიზიმრონ საქმრო ახალი წლის ღამეს და გადავწყვიტე, რომ თქვენთვის გადმოგეთარგმნა, რადგან დარწმუნებული ვარ, ყველა გოგოს გვაქვს ესეთი ინტერესი, თუ ვინ იქნებოდა ჩვენი საქმრო. მოკლედ. მთავარი არის ის, რომ უნდა დავიძინოთ ისეთ საწოლში, სადაც აქამდე არ გვიძინია. ნუ, ალბათ ეს უფრო იმ ადამიანებს გამოადგება, ვინც ქვეყნის გარეთ რაღაცებს ხვდება ახალ წელს, ბაკურიანში, გუდაურში, ანუ სადმე, რა. არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია ისეთ საწოლში დაიძინოთ და ისეთ თეთრეულში, სადაც აქამდე არ გიძინიათ. და უნდა თქვათ, ცის წინ ასეთი სიტყვები. ჩემო საქმრო, დამესიზმრე ისე, რომ შენი სახე დავინახო და ამის მერე უკვე აღარავის აღარ უნდა გამოველაპარაკოთ და უნდა დავიძინოთ. ნუ, როგორც კომენტარები წავიკითხე, ნაწილობრივ მუშაობს და ისიზმრებს თავისი საქმრო. სამწუხაროდ, მე ამას ვერ გავაკეთებ, თუმცა ვინც გააკეთებთ, დამიკომენტარეთ, თუ როგორ მოქმედებს თუ არა და წარმატებს გისურვებთ, იმედია ისეთი ბიჭები დაგესიზმრებათ, რომლებსაც თქვენ გინდათ.
Recommended Hashtags: