Created: 7/15/2026
==Start of OCR for page 1== № 1001154161/7 თარიღი: 14.07.2026 გადაწყვეტილება გეორგი შუმიხინის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე განცხადების განხილვა/გადაწყვეტისთვის აუცილებელი დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონისა და "საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ" მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 04 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, განიხილა 2026 წლის 13 ივლისის №: 1001154161 განცხადება გეორგი შუმიხინის (დაბ.: 24.10.2008 წელს) საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე. საქმისწარმოებისას დადგინდა, რომ წარმოდგენილი არ არის არასრულწლოვნის დაბადების მოწმობისა და რუსეთის ფედერაციის შიდა პასპორტის დედნები ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი, რუსეთის ფედერაციის შიდა პასპორტის სათანადო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი. ასევე, არასრულწლოვნის მიერ გამოხატულ თანხმობაში გვარი მითითებულია არასწორად. 1. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გეორგი შუმიხინის კანონიერ წარმომადგენელს დაევალოს: ა) არასრულწლოვნის დაბადების მოწმობისა და რუსეთის ფედერაციის შიდა პასპორტის დედნები ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი, რუსეთის ფედერაციის შიდა პასპორტის სათანადო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი. ასევე, არასრულწლოვნის მიერ გამოხატულ თანხმობა სწორი გვარის მითითებით. ბ) გეორგი შუმიხინის კანონიერ წარმომადგენლს „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოსადგენად განესაზღვროს ვადა 2026 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით. 2. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში წარმოდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. 3. გადაწყვეტილება განთავსდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს უფროსის მ.შ. /ლელა ქართველიშვილი/ ==Start of OCR for page 2== დოკუმენტი არის ელექტრონული. ორიგინალი ელექტრონული დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე http://sda.gov.ge. აღნიშნული ვებ გვერდიდან (http://sda.gov.ge) დოკუმენტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ნომრით: DCM0144738848. ელექტრონული დოკუმენტის ანაბეჭდი წარმოადგენს მის ასლს
Recommended Hashtags: