Created: 5/22/2026
ნაშუადღევს 40 წლის ზემოთ მიზეზები. სიმპტომები, რომლებიც შეიძლება შეგვხვდეს კლიმაქსის დროს, შესაძლოა სხვა მიზეზების ქონდეს. 1. ჰიპოთირეოზი - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს როგორც წამოხურება, ასევე შემცივნება, გულის ფრიალი, შფოთვა. თქვენ კი გგონიათ კლიმაქსი დადგა. 2. პანიკური შეტევები - თან ახლავს უეცარი სიმხურვალის შეგრძნება სახეზე, შფოთვა, ჰაერის უკმარისობა, რაც ძალიან ჰგავს ალებს. 3. ინსულინრეზისტენტობა და ჰიპოგლიკემია - ამ დროს ვლინდება როგორც წამოხურება, ასევე ოფლიანობა, კანკალი, თავბრუსხვევა და ზოგადი სისუსტე. 4. არტერიული წნევის ცვალებადობა, ეგრეთ წოდებული ჰიპერტონული კრიზი, როდესაც წნევის მატებისას აღინიშნება ტაქიკარდია, ანუ გულისცემის სიხშირის მომატება, წამოხურება, შფოთვა, შიშის გრძნობა. ეს არ არის კლიმაქსთან დაკავშირებული სიმპტომები, ეს არის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია. ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომ მოხდეს სწორი დიაგნოსტირება და დროული მკურნალობა. გისურვებთ ჯანმრთელობას.
Recommended Hashtags: