Created: 5/11/2026
This is a video of a woman holding a small, red, heart-shaped object and discussing the effects of menopause on the heart in Georgian. Here is a transcription of what she is saying: "გულზე მენოპაუზის შემდეგ, ანუ პოსტ მენოპაუზაში ძალიან იცვლება და ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. რატომ? საკვერცხეებში კვერცხუჯრედები აღარ გვაქვს ამ დროს, ანუ ესტრადიოლის, ესტროგენის დეფიციტია და ეხლა ვნახოთ, რა იწვევს ესტროგენის დეფიციტი გულზე. პირველ რიგში, ქოლესტეროლი იმატებს, ანუ ცუდი ქოლესტეროლი, რაც რისკი ხდება იმის, რომ სისხლძარღვებში გაიჭედოს ცხიმების გროვები, ხომ? თქვენი სისხლძარღვები უფრო ნაკლებად მოქნილი და ელასტიური ხდება, რაც განაპირობებს იმას, რომ უფრო ადვილად ვიწროვდება, რაც წნევას გვიზრდის. მუცლის ცხიმი იმატებს, რაც გულისთვის ძალიან დამამზიანებელია. თქვენ შეიძლება იგრძნოთ გულის ფრიალი, ანუ მაგალითად, ხან ძალიან ჩქარა ცემს გული და ხან პირიქით, ტოვებს ხოლმე გულისცემებს რამ რიტმში. სხვა ნიშანი შეიძლება იყოს დაღლილობა. დაღლილი ხართ ძალიან. ქოშინი, ან გულმკერდის, ზურგის ან ყბის არეში უჩვეულო დისკომფორტი. ცხოვრების წესის სკრინინგის და კვლევების გარდა, გულის ჯანმრთელობის მხრივ, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის, რომ თუ არის შესაძლებლობა, რომ ესტროგენის დეფიციტი შევავსოთ გარედან მიღებული მედიკამენტებით, მიიღოთ, რათა დაეხმაროთ თქვენს ორგანიზმს ამ მძიმე ესტროგენის დეფიციტს გაუმკლავდეს."
Recommended Hashtags: