Created: 5/3/2026

დღეს მოგიყვებით ბაყაყურას შესახებ, რომელიც საქართველოში ყველგან არის გავრცელებული.

მას თავდაპირველად სარეველად და ეკლიან მცენარედ მიიჩნევდნენ, სანამ არ შეისწავლეს მისი ჯადოსნური თვისებები.

1968 წელს მიუნხენის ფარმაცევტულმა ინსტიტუტმა გამოიკვლია ბაყაყურას ბიოქიმიური შემადგენლობა.

მასში აღმოაჩინეს იშვიათი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება – სილიმარინი, ასევე მიკროელემენტები და ვიტამინები.
ბაყაყურა დღეს მოგიყვებით ბაყაყურას შესახებ . იყ საქართველოში ყველგან არის გავრცელებული. მას სარეველად და ეკლიან მცენარედ მიიჩნევდნენ. მანამდე სანამ არ იქნა შესწავლილი მისი ჯადოსნური თვისებები.განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1968 წელს როდესაც მიუნხენის ფარმაცევტულ ინსტიტუტში გამოიკვლიეს ბიოქიმიური შემადგენლობა. მასში აღმოჩენილ იქნა იშვიათი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება – სილიმარინი. მიკროელემენტები: თუთია, სელენი, სპილენძი. ცხიმხსნადი ვიტამინები, კვერცეტინი, ფლავოლიგნანები. და 200-მდე კომპონენტის უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რის გამოც შედის შედის ძალიან ბევრ კომპლექსურ საკვებ დანამატებში. სამკურნალო გამოიყენება ნედლეულის თესლები, ფოთლები და ფესვი. სამკურნალო მიზნით უფრო ეფექტურია ნაყოფი. განსაკუთრებით თესლი მისგან ამზადებენ მედიკამენტებს ზეთს და ფხვნილს. ფოთლებისაგან – წვენს, ხოლო ფესვებისგან – ნახარშს. ნაყოფების ფხვნილს იყენებენ სისხლში შაქრის დონის დასაწევად, სისხლის გაწმენდის მიზნით, ვარიკოზის დროს. ფესვების ნახარში იხმარება კუჭის კატარის, ფაღარათის, რადიკულიტის, კრუნჩხვების, შარდის შეკავებისას. ამჟამად ფართოდ გამოიყენება. ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს. სისხლში მაღალი შაქრის დროს. საჭმლის მონელების სისტემის დარღვევების დროს ხელს უწყობს ნაღვლის გამომუშავებას, რაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ეხმარება კუჭ-ნაწლავს უკეთ მუშაობაში საკვებით მოწამლვის, ქრონიკული ინტოქსიკაციის (ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ქიმიური), ფეხმძიმეებში ტოქსიკოზის, შეძენილ იმუნოდეფიციტებისა და შიდსის, შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის, მხედველობის დაქვეითების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად, ვარიკოზის, ინსულტის, ინფარქტის პროფილაქტიკისათვის და სხვ. მას ღებულობენ აგრეთვე, ღვიძლის, სისხლისა და მთელი ორგანიზმის ტოქსინების, რადიაციისაგან გაწმენდის მიზნით, ქიმიო და სხივური თერაპიის კურსის გავლის შემდეგ; შველის სიყვითლეს, სისხლძარღვების ათეროსკლეროზს, არეგულირებს ქოლესტერინის და სხვა ლიპიდური ფრაქციების გამომუშავებას. დერმატოლოგიაში ბაყაყურას ზეთი გამოიყენება ფსორიაზის, ვიტილიგოს, ფერიმჭამელების, გამელოტების დროს; ხელს უწყობს ნაჭდევების წარმოქმნის გარეშე ჭრილობების შეხორცებას; ზეთს ხმარობენ ბუასილის, გართულებული სისხლდენების, ანალური ნახეთქების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის, ვენების ვარიკოზული გაფართოების სამკურნალოდ. გინეკოლოგიური დაავადებებისას, მამაკაცებისა და ქალების სქესობრივი და ენდოკრინული სფეროს რეგულაციისათვის ბაყაყურას ზეთი მიიღება შინაგანად. ზეთი ეფექტურია კლიმაქტერიული, ატროფირებული ვაგინის, რომელსაც ქავილი ახლავს სამკურნალოდ. ბაყაყურა კარგი ანტიოქსიდანტია, ხელს უშლის ნაადრევ სიბერეს. ბაყაყურისაგან მზადდება პრეპერატები: კარსილი, ლეგალონი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ვისაც აქვს დიდი ზომის კენჭები ნაღველის და თირკმელების რადგან არ მოხდეს მისი დაძრა და გართულება. გვთავაზობთ რამოდენიმე სახის რეცეპტს როგორ მიიღოთ სახლის პირობებში ბაყაყურას თესლი 🌸🌸🌸🌸🌸🌸🌸🌸🌸🌸🌸🌸🌸 1) ჩაის კოვზი ბაყაყურას თესლი და მსუბუქად დააფქვით ყავის საფქვავში ან დანაყეთ სანაყში. დაფქვა ეხმარება სილიმარინის (აქტიური ნივთიერების) უკეთ გამოთავისუფლებაში. დაყენება: დაფქულ მასას დაასხით 1 ჭიქა 200-250 მლ მდუღარე წყალი. დაყოვნება: გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 10-დან 20 წუთამდე. მიღება: ჭამამდე ნახევარი საათი ადრე შეგიძლიათ დაამატოთ გემოსთვის თაფლი ან ლიმონი დღეში შეგიძლიათ მიიღოთ ორი ჭიქა მეტი არა კურსი მოიცავს 2 კვირას მერე უნდა შეისვენოთ 1 ერთი თვეე. 🌸🌸🌸🌸🌸🌸🌸🌸🌸🌸🌸🌸 ბაყაყურას ზეთი ცივად დაყენება ბაყაყურას თესლი: ნახევარი ჭიქა წვრილად დაფქვილი რადგან უფრო მეტ სილიმარინს გამოყოფს ზეთი 2სმ ზემოდან უნდა იყოს ფხვნილზე ქილას მჭიდროდ დააფარეთ თავსახური. დადგით ბნელ და თბილ ადგილას 2-3 კვირის განმავლობაში. ყოველდღე კარგად შეანჯღრიეთ ქილა. კეთდება მეორეეთოდითაც თუ ზეთი მალე გჭირდებათ, ქილა შედგით წყლის აბაზანაზე დაბალ ცეცხლზე და გააჩერეთ 2-3 საათი. წყალი არ უნდა დუღდეს ძლიერად, რომ ზეთი არ გადახურდეს. გაფილტვრა: დროის გასვლის შემდეგ, ზეთი გაფილტრეთ მარლის რამდენიმე ფენაში. ზეთი გადაასხით მუქი ფერის მინის ბოთლში. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას და არა მაცივარში ვიტილიგოს დროს: წაისვით თეთრ ლაქებზე დღეში 2-ჯერ. სასურველია წასმიდან მალევე მცირე დროით და 5-10 წუთი დაეფიცხოთ მზეს არა მწველს რომ პიგმენტაცია დაჩქარდეს გისურვებთ ჯანმრთელობას 💓💓💓💓